2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 1 337.6 ათასი დოლარის ღირებულების კივი იყიდა. როგორც საქსტატის მაჩვენებლებიდან ირკვევა, მიმდინარე წლის 11 თვეში ქვეყანაში კივის იმპორტმა 1 941.3 ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კივის იმპორტი 2 192.7 ტონა იყო. შესაბამისად წლიურ ჭრილში ქვეყანაში კივის იმპორტი 11%-ით არის შემცირებული.

საქართველოში იმპორტირებული კივის ყველაზე დიდი წილი ირანზე მოდის.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო კივის იმპორტს ახდენს:

  • ირანი - 1 618.9 ტონა;
  • თურქეთი - 189.2 ტონა;
  • ჩინეთი - 83.9 ტონა;
  • ნიდერლანდები - 43.8 ტონა;
  • რუსეთი - 5.6 ტონა;

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ 2 443.6 ტონა კივი იყიდა, 2023 წელს კი 2 684.2 ტონა. 

businessinsider.ge