2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ექსპორტზე 262,389.86 ათასი დოლარის ღირებულების 90,352,135.79 ლიტრი ღვინო გაიტანა. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის 11 თვესთან შედარებით 9%-იანი ზრდაა.

ქართულ ღვინოზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ტრადიციულად რუსეთშია, სადაც წელს 176,264.38 ათასი დოლარის ღირებულების ქართული ღვინო გაიყიდა.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ იანვარ-ნოემბერში ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინის ექსპორტი განახორციელა:

  • რუსეთი - 64,586,347.15 ლიტრი,
  • პოლონეთი - 6,114,473.20 ლიტრი,
  • უკრაინა - 4,192,732.53 ლიტრი,
  • ყაზახეთი - 2,995,254.41 ლიტრი,
  • ბელარუსი - 2,408,898.00 ლიტრი.