2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ექსპორტზე 160 865.4 ათასი დოლარის ღირებულების მინერალური და მტკნარი წყლები გაიტანა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან 239 196 598 ლიტრი წყალი გადაზიდა საექსპორტო ბაზრებზე, მაშინ როდესაც 2024 წლის 11 თვეში ეს მაჩვენებელი 237 671 291 ლიტრს შეადგენდა. შესაბამისად წლიურ ჭრილში წყლის ექსპორტი 1%-ით არის შემცირებული.

საქართველოში ჩამოსხმული მინერალური და მტკნარი წყლებისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.

TOP 5 საექსპორტო ბაზარი, სადაც საქართველო მინერალურ და მტკნარ წყლებს ყიდის:

  • რუსეთი - 124 286 400 ლიტრი;
  • ყაზახეთი - 39 556 323 ლიტრი;
  • უკრაინა - 23 524 130 ლიტრი;
  • ლიეტუვა (ლიტვა) - 11 874 287 ლიტრი;
  • უზბეკეთი - 11 171 400 ლიტრი;

businessinsider.ge