2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ექსპორტზე 1 703.1 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 68%-ით ნაკლები მაჩვენებლებია. გასული წლის 11 თვეში საქართველომ ექსპორტზე 5 115.7 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა.
საქართველოდან ავსტრიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი სპირტია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ავსტრიაში ყიდის:
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 252.2 ათასი დოლარი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 251.7 ათასი დოლარი;
- ცისტერნები, კასრები, ყუთები და ანალოგიური ტევადობები შავი ლითონებისაგან, არა უმეტეს 300 ლიტრი ტევადობისა - 248.5 ათასი დოლარი;
- ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 175.0 ათასი დოლარი;
- წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან - 140.8 ათასი დოლარი;
2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ავსტრიიდან 73 675.3 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 89 539.3 ათასი დოლარის. კლება 18%-ია.საანგარიშო პერიოდში ავსტრიიდან კი ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მეტალოკონსტრუქციები იყო.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ავსტრიიდან ყიდულობს:
- მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 4 745.9 ათასი დოლარი;
- მსუბუქი ავტომობილები - 4 424.8 ათასი დოლარი;
- სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 4 008.7 ათასი დოლარი;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 3 905.8 ათასი დოლარი;
- ალაოს ექსტრაქტი - 3 463.6 ათასი დოლარი;