წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის III კვარტალში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 55.2 პროცენტით ნაკლებია.
კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების შემცირებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი ასევე დაკავშირებულია ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირებასთან.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალმა 131.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 66.4 პროცენტია. რეინვესტიცია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.6 პროცენტით შემცირდა და 358.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება კომპანიებს, TOP-10 კომპანია, რომლებშიც III კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის FDI ჩაიდო, შემდეგია:
სს ენერგო - პრო ჯორჯია
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
შპს მაგთიკომი
შპს თბილისი დრაი პორტ - ინვესტმენტ
შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია
შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი
შპს ქართული ცემენტი
შპს ტოიოტა კავკასია
სს საქართველოს კაპიტალი
შპს საქართველოს ცემენტის კომპანია.
კომპანიები ჩამონათვალი რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის.