ტექსტილის მასალებისა და ნაწარმის ექსპორტი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის 3 თვეში ქვეყნიდან 58.933 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 64.580 მლნ აშშ დოლარის.

ამასთან, შემცირებულია ადგილობრივი წარმოების ტექსტილის მასალებისა და ნაწარმის ექსპორტიც. წელს საანგარიშო პერიოდში 42.906 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, წინა წლის იანვარ-მარტში 48.929 მლნ აშშ დოლარის.

საქსტატის მონაცემებით, წელს ადგილობრივი ტექსტილის ნაწარმის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ტრადიციულად ლიდერი იყო თურქეთი. ქვეყანაზე მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 77% მოდიოდა.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ იმ ქვეყნების ხუთეულს, სადაც წელს ქართული ტექსტილის მასალები და ნაწარმი გავიდა:

  • თურქეთი - 33.081 მლნ აშშ დოლარი
  • პოლონეთი - 2.694 მლნ აშშ დოლარი
  • ჩეხეთი - 1.380 მლნ აშშ დოლარი
  • ბულგარეთი - 1.061 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი - 880.6 ათასი აშშ დოლარი

რაც შეეხება იმპორტს, წელს 3 თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მცირედით გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 3 თვეში ქვეყანაში 147.991 მლნ აშშ დოლარის ტექსტილის მასალები და ნაწარმი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის იანვარ-მარტში 143.406 მლნ აშშ დოლარის.

წელს პროდუქციის იმპორტიორ ქვეყნებს შორის, აქაც ლიდერი თურქეთია. კერძოდ:

  • თურქეთი - 60.539 მლნ აშშ დოლარი
  • ჩინეთი - 28.837 მლნ აშშ დოლარი
  • ესპანეთი - 14.638 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია - 8.910 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია - 3.391 მლნ აშშ დოლარი

წყარო: ბიზნესპრესნიუსი