2023 წლის ივლისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 5%-იანი კლება დაფიქსირდა.
Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2023 წლის ივლისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 4%-ით გაიზარდა როგორც გარეუბნებში, ასევე ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები 7%-ით შემცირდა. ასევე 7%-ით, 189 მლნ დოლარამდეა შემცირებული ბაზრის ზომა.
2023 წლის ივლისში, თბილისში 3 540 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა.