თბილისის მერია 60 ახალ თანამშრომელს ეძებს, რომელსაც უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დაასაქმებს.

გამოცხადებულ ვაკანსიაზე სახელფასო სარგო 1 210 ლარია. განაცხადების მიღების ბოლო ვადა კი, 14 ივლისია. ერთადერთი სავალდებულო მოთხოვნა სრული განათლებაა.

თუმცა აუცილებელი მოთხოვნების გარდა, მუნიციპალიტეტს მითითებული აქვს სასურველი დამატებითი მოთხოვნები, რომელიც შემდეგია:

უმაღლესი განათლება;

შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

საოფისე პროგრამების ზოგადი ცოდნა;

ინგლისური ენის ცოდნა.

კომპეტენციები და უნარები:

გუნდური მუშაობა;

კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი ორიენტირება;

კომუნიკაცია მოქალაქეებთან;

ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის უნარი;

დროის ეფექტიანი მართვა.

ფუნქციები:

ასრულებს ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებს და დავალებებს;

ახორციელებს მის მიერ დასაცავი ობიექტის და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვას დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად;

ობიექტზე მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენის შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში ახდენს შესაბამის რეაგირებას;

იცავს ეთიკის ნორმებსა და ქცევის ზოგად წესებს;

ასრულებს სამსახურის დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით, ხელშეკრულებითა და სამსახურის ხელმძღვანელობის დავალებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მსურველებს, განაცხადის შევსება HR.gov.ge-ზე შეუძლიათ.

წყარო: bm.ge