„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროს ევროკავშირისა და საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო მდივნის მოადგილე მიიღებს მონაწილეობას
უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროს ევროკავშირისა და საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, პეტერ ჰოლიჩა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელზე - „Energy Crossroads – Choices for a secure Future” სიტყვით გამოვა და დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
პეტერ ჰოლიჩამ საერთაშორისო კარიერა 2019 წელს დაიწყო და მუშაობდა როგორც ევროკომისიაში, ასევე უნგრეთის ევროკავშირთან მუდმივ წარმომადგენლობაში. დღეს ჰოლიჩა პასუხისმგებელია ენერგეტიკის სამინისტროს ორმხრივი, მრავალმხრივი და ინდუსტრიული ურთიერთობების მართვაზე, რომლებიც უნგრეთის ენერგეტიკულ პრიორიტეტებს შეეხება.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი,“ რომელიც მეხუთედ იმართება, ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვანი ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული გაღრმავების შესაძლებლობაა. უკვე დამკვიდრებული მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ჩატარდება, სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობების დამყარებისთვისაა შექმნილი. ფორუმზე 50-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატია მოწვეული.
აბრეშუმის გზის ფორუმი 2015 წელს დაარსდა და ტრადიციულად, საქართველოს დედაქალაქში ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს