“თავისუფლება არის ყველაზე მაღალი ღირებულება, რომელიც უნდა ითარგმნებოდეს ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების თავისუფლების ხარისხში,”- ამის შესახებ BM.GE-თან Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორი გიორგი აბრამიშვილი აცხადებს.
დამოუკიდებლობის დღეზე საუბრისას, აბრამიშვილი ამბობს, რომ როცა ბიზნესი თავისუფალია, მაშინ ქმნის ეკონომიკურ დოვლათს და შესაძლებლობებს უფრო ეფექტიანად, ოპტიმალურად იყენებს.
“დამოუკიდებლობა თავისუფლებას ნიშნავს, ამა თუ იმ ქვეყნის, ერის სხვა ქვეყნისგან. შესაბამისად, ეს თავისუფლება არის ყველაზე მაღალი ღირებულება, რომელიც უნდა ითარგმნებოდეს ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების თავისუფლების ხარისხში. როდესაც ადამიანი თავისუფალია, თავისუფალია ბიზნესი და მაშინ არის ის კრეატიული, მაშინ იყენებს თავის შესაძლებლობებს ყველაზე უფრო ოპტიმალურად, ეფექტიანად.
ჩვენც ბიზნესი, რეალურად ხომ შემქმნელები ვართ, უნდა შევქმნათ დამატებითი ღირებულება, დოვლათი, ეს ყველაფერი კი შესაძლებელია, როდესაც ვცხოვრობთ დემოკრატიულ, თავისუფალ საზოგადოებაში, სადაც ადამიანის თავისუფლება და ადამიანის უფლებები, არის ყველაზე მაღალი ღირებულება, სადაც ადამიანს და ბიზნესს შეუძლია ჰქონდეს მაქსიმალური თვითგამოხატვა, სადაც მისი პრობლემები ისმინება და სწორედ ეგეთი საზოგადოების და ქვეყნის მშენებლობას ვცდილობთ ამ ქვეყანაში და იმედი მაქვს ძალიან მალე ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიულობის და თავისუფლების ხარისხი იქნება ყველაზე მაღალი,”- აცხადებს Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორი გიორგი აბრამიშვილი.