თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი  კომპანია  - TAV Georgia -  შანხაიში, მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში - ITB China 2024 – ში  მონაწილეობს.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით,  შეხვედრები შედგა ევროპის, აზიისა და აფრიკის  ავიაკომპანიებთან, როგორიცაა: Egypt Air , Finnair, Ethiopian Airlines, და სხვა..

ITB China - ში წელს 80  ქვეყნის 600 -ზე მეტი  წარმომადგენელი მონაწილეობს, რომლებიც, სამი დღის განმავლობაში ტურიზმის ინდუსტრიის პერსპექტივებსა და  სამომავლო  თანამშრომლობის  შესახებ მსჯელობენ.