სწორი კომუნიკაციის პირობებში, ინვესტორებისთვის გასაგები იქნება, რომ ჩვენ გვაქვს სანდო ეკონომიკა , ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეკონმიკაზე პოლიტიკური არასტაბილურობა, ზოგადად არასტაბილურობა და სხვადასხვა საფრთხე აისახება ხოლმე. ეკონომიკა მგრძნობიარეა და ეკონომიკის აგენტები და კონტრაგენტები ამაზე მყისიერად რეაგირებენამიტომ ჩვენ გვესმის, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტები, მაგალითად, როგორიც იყო ინტერვენციები სავალუტო კურსთან დაკავშირებით. რაც შეეხება გრძელვადიან ეკონომიკურ პერსპექტივებს, ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას. ასევე ჩვენი მოლოდინია, გვექნება ძალიან შინაარსობრივი დიალოგი, იმიტომ რომ ამას ალტერნატივა არ აქვს," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მედია ბრიფინგზე, რომელიც სამინისტროში გაიმართა. პირველმა ვიცე-პრემიერმა შეაფასა ბოლოდროინდელი მოვლენების გავლენა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე.  

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მოკლევადიანი მღელვარების მიუხედავად, რომელიც შეიძლება ინვესტორებს ქონდეთ, სწორი კომუნიკაციის პირობებში მათთვის გასაგები იქნება, რომ ეს არის გრძელვადიანად სანდო ეკონომიკა. "ბოლო წლებში ამას აჩვენებდა საქართველოს ეკონომიკა და ინვესტორებისთვის ეს იყო ერთ-ერთი მიმზიდველი გარემო. ჩვენ  ბოლო 3 წლის განმავლობაში 5 მილიარდზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მივიღეთ. ეს ინვესტიციები მივიღეთ იმიტომ, რომ აქ იყო ნდობა და ისეთი ეკონმიკური გარემო, რომელიც ინვესტორებისთვისაა ხელსაყრელი. ინვესტორები თავიანთ ინვესტიციებზე იღებდნენ ისეთ სარგებელს, რომელსაც სხვა ეკონომიკებში ვერ მიიღებდნენაქედან გამომდინარე, აქ ყოველთვის არის სარგებლისა და რისკის შეფასება. საქართველოს ეკონმიკა შეინარჩუნებს ამ მიმზიდველობას. ინვესტორებისთვის ობიექტურად დასაყრდენი ის ინდიატორები, ის რეიტინგები, ის შეფბები, რომლებიც მოდის კომპეტენტური სარეიტინგო შემფასებელი კომპანიების მხრიდანეს ყველაფერ ემყარება ძალიან ობიექტურ გაანგარიშებებს და მაკრო ეკონომიკურ ინდიკატორებს," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.  

„ჩვენ შევინარჩუნებთ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას იმიტომ, რომ გვაქვს საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის ეკონომიკური პოლიტიკა და ამაზე დაფუძნებით ინვესტორები გადაწყვეტილებებს ობიექტურად მიიღებენ. ამის მოლოდინი მაქვს. ვნახავთ, რომ ეს მოკლევადიანი რყევები არის მოკლევადიანი. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, აქაც უალტერნატივოა დიალოგი და კომუნიკაცია. ასეთი პოლიტიკური მღელვარება გვქონია არაერთი და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ჩვენ გაცხადებული პრიორიტეტები გვაქვს ძალიან მკაფიო, რაც უკავშირდება ევროპასთან ინტეგრაციას; ევროპასთან მეტ და ხარისხიან თანამშრომლობას და ეს ყველაფერი გაგრძელდება იმ რეჟიმში, როგორც არის გაცხადებული," - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.