აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია Socar-მა ბაქო-თბილისის-ჯეიჰანის მილსადენით, ყაზახეთში „კაშაგანის“ საბადოზე მოპოვებული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება დაიწყო.
BMG-ის აზერბაიჯანული ბიურო Socar-ზე დაყრდნობით წერს, რომ 25 იანვარს აქთაუს პორტში ტანკერზე დაიტვირთა, რაც დაახლოებით 6 ათას ტონას შეადგენს.
„ტვირთი სანგაჩალის ტერმინალზე 27 იანვარს ჩავიდა და ბათუმი-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადებით საბოლოო დანიშნულების პორტში ტრანსპორტირდება. პირველი პარტია ტანკერ „ტარაზით“ გადაიზიდება, რომელსაც ყაზახური კომპანია KazMorTransFlot მართავს”, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 2025 წლის 15 იანვარს, Socar-ის შვილობილ კომპანია SOCAR Midstrem Operation LLC-სა და „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილ KMG Trading-ს შორის „კაშაგანის“ საბადოზე მოპოვებული 240 ათასი ტონა ნავთობის გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.