ცნობილი ონლაინ სასწავლო პლატფორმა RankingRoyals მსოფლიოს 15 უმსხვილეს ღვინის ექსპორტიორ ქვეყანას ასახელებს.

პლატფორმის ინფორმაციით 2021 წელს მსოფლიოში სულ $40.7 მლრდ-ს ღვინო გავიდა ექსპორტზე.

პირველი ადგილი საფრანგეთმა დაიკავა, რომელმაც 2021 წელს $13.1 მლრდ-ს ღვინო გაიტანა ექსპორტზე, რაც ჯამური ექსპორტის  32%-ია.

მეორეზე იტალია გავიდა $8.4 მლრდ-ით, რაც ღვინის ექსპორტის 21%-ია.

მესამეზეა ესპანეთი $3.5 მლრდ-ით, რაც ექსპორტის 9%-ია.

სიაში ბოლო მე-15 ადგილზეა სინგაპური გავიდა. სინგაპურმა 2021 წელს ექსპორტზე $596.4 მლნ-ს ($0.6 მლრდ) ღვინო გაიტანა, რაც საქართველოს მაჩვენებელზე თითქმის 2.5-ჯერ მეტია.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან 2021 წელს $239.3 მლნ-ს 80.5 მლნ ლიტრი ღვინო გავიდა ექსპორტზე.

gbc.ge