საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით სიმინდის იმპორტი 70%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი თითქმის 140%-ითაა შემცირებული. ხოლო საექსპორტო ფასი 3.2-ჯერაა გაზრდილი.

2022 წელს $12.6 მლნ-ის 33 მლნ ტონა სიმინდი შემოვიდა ქვეყანაში, 2023 წელს - 18,7 მლნ-ის 57 მლნ ტონა.

გასულ წელს სიმინდის მთავარი იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასეთი იყო:

რუსეთიდან $11 მლნ-ის თითქმის 52 ტონა სიმინდი შემოვიდა,

თურქეთიდან 2.3 მლნ-ის 732 ტონა,

ავსტრიიდან 1.8 მლნ-ის 358 ტონა,

უკრაინიდან - 1.2 მლნ-ის 2.9 მლნ ტონა

რუმინეთიდან $428 000-ის - 64 ტონა

რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს ექსპორტზე 1.4 მლნ-ის 729 000 ტონა სიმინდი გავიტანეთ, 2022-ში 1.1 მლნ-ის 1.7 ტონა. ამ მონაცემების თანახმად, თითქმის 140%-ითაა შემცირებული სიმინდის ექსპორტი.

რაც შეეხება საშუალო ფასს, 2023-ში 1 ტონა სიმინდის საშუალო ფასი $1945 გამოდის, 2022-ში - $606. ამ მონაცემების მიხედვით, საექსპორტო ფასი 3.2-ჯერაა გაზრდილი.

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საექსპორტო ქვეყნები იყვნენ: აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, ირანი და ერაყი.

სიმინდის ექსპორტირებული ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:

აზერბაიჯანში განხორციელდა $649 00-ის 120 ტონა სიმინდი,

სომხეთი - $364 000-ის 72 ტონა;

რუსეთი - $295 000-ის 86 ტონა;

ირანი - $101 000-ის 424 ტონა;

ერაყი - $6 000-ის 25 ტონა.