ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი გაიზარდა – 0,02 – 1,53 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი კი - 0.02 – 1,54 ევროთი/ლიტრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
29 თებერვლის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 2,17 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.31 ევროს, დიზელის საწვავი -1,97 ევროს;
ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,95 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2,11 ევროს, დიზელის საწვავი - 1,90 ევროს;
ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,88 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.98 ევროს, დიზელის საწვავი - 1.92 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი - 0,51 ევროს, A95 მარკის ბენზინის ფასი - 0,55 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,65 ევრო, დიზელის საწვავი - 0,65 ევროს. ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ: სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს - 1.122 ევროს, A-95 მარკის ბენზინი - 1,21 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.72 ევროს , დიზელის საწვავი -1.24 ევროს;
აზერბაიჯანში - A-92 მარკის ბენზინი -0,54 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,09 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,25 ევროს; დიზელის საწვავი - 0,44 ევროს; უკრაინაში - A-92 მარკის ბენზინი - 1,169 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,25 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.33 ევროს, დიზელის საწვავი - 1,26 ევროს;
თურქეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1.20 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.21 ევროს, დიზელის საწვავი - 1.25 ევროს.
მოლდავეთში - A-92 მარკის ბენზინი - 1,28 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 1,29 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,54 ევროს, დიზელის საწვავი - 1,18 ევროს.
ბელორუსიაში - A-92 მარკის ბენზინი - 0,64 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 0,67 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,73 ევროს, დიზელის საწვავი - 0,67 ევროს.ცნობისათვის,
საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს - A-92 მარკის ბენზინი - 1,03 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,10 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.25 ევროს; დიზელის საწვავი - 1.16 ევროს;დეტალურად საწვავის ფასები იხილეთ ქვევით მოცემულ ცხრილში:
(29 თებერვლის მდგომარეობით):