„ერთ ერთი დიდი გამოწვევა ბათუმისთვის ავარიული სახლებია“ - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, 4 მისამართზე უკვე დასრულდა ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციაზე.
რიჟვაძემ ისაუბრა ერთ ერთ პრობლემურ საკითხზეც, საპარკინგე ადგილების საჭიროებაზე. თქვა, რომ ბათუმის სტადიონზე არსებული სივრცე 1000-ზე მეტი ავტომობილისთვის იქნება გამოყოფილი სექტემბრის ბოლომდე.
თავმდჯომარე შეეხო კიდევ ერთ-ერთ მწვავე და გადაუჭრელ საკითხს, საცობებს, რაც ბენზეს ხიდის არასწორად დაგეგმილი სამუშაოების გამო იქმნება, განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში დასრულდება შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც ამ პრობლემა მოაგვარებს.
წყარო: TV24