ბოლო ერთ თვეში ყველაზე მეტად საზამთრო გაძვირდა, ივნისის თვეში მისი ღირებულება წინა თვესთან შედარებით 57%-ით არის გაზრდილი და კილოგრამზე საშუალოდ 2.18 ლარს შეადგენს.
წინა თვესთან შედარებით ასევე მკვეთრად არის გაძვირებული მწვანილიც - 23 პროცენტით, ხოლო ბადრიჯანი - 15 პროცენტით. ივნისში მაისთან შედარებით 8 პროცენტით გაძვირდა ხახვიც.
გაიაფებით კი, საგრძნობლად კიტრი და პომიდორი გაიაფდა - ორივე დაახლოებით 40 პროცენტით. მაისში 1 კგ პომიდვრის საშუალო ფასი 7 ლარს აღწევდა, ამ დროისთვის კი საქსტატის თანახმად - 4.32 ლარი ღირს. მიუხედავად ამისა, წლიურად პომიდორი მაინც გაძვირებულია 25%-ით, ხოლო კიტრი - 34 პროცენტით.
ამ ფონზე, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული თვიური ინფლაცია 0.1 პროცენტია, ხოლო წლიური - 5.8 პროცენტი.
წინა წლის ივნისთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
- ქლიავი +98 პროცენტი
- დიზელი +48% პროცენტი
- ქორწინების ბეჭედი +45 პროცენტი
- ატამი +37 პროცენტი
- კიტრი +34 პროცენტი
- მსხალი +34 პროცენტი
- პომიდორი +25 პროცენტი
- თვითმფრინავით მგზავრობა +32 პროცენტი