2023 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 251.2 მილიონი დოლარის ღირებულების 315 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოსთვის ნავთობის მთავარი მომწოდებელი რუმინეთი იყო, თუმცა წელს მონაცემები შეიცვალა და პირველ ადგილზე რუსეთია. რუსეთიდან შესყიდული ნავთობის და ნავთობპროდუქტების მოცულობა დაახლოებით 335%-ით არის გაზრდილი.