PMCG კვლევითი ცენტრის მიხედვით, 2025 წლის აგვისტოში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საერთო რაოდენობამ 7 279 შეადგინა, რაც 11%-ით ნაკლებია 2025 წლის ივლისთან შედარებით და 3%-ით ნაკლებია 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით. 2025 წლის ივნისიდან აგვისტომდე, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საერთო რაოდენობამ 28 819 შეადგინა, რაც 3.2%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

წლიურ ჭრილში კი ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა IT და პროგრამირების სფეროში (+25.2%), ხოლო ყველაზე დიდი კლება ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის კატეგორიაში დაფიქსირდა (-13.7%).

2025 წლის ივნისიდან 2025 წლის აგვისტოს ჩათვლით, 932 ვაკანსია გამოქვეყნდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.6%-ით მეტია.

2025 წლის ივნისიდან 2025 წლის აგვისტოს ჩათვლით, 4 540 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.1%-ით მეტია.

2025 წლის ივნისიდან 2025 წლის აგვისტოს ჩათვლით, 6 060 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7%-ით მეტია,“- ვკითხულობთ კვლევაში.

ორგანიზაციის ბაზრის მიმოხილვიდან ვარკვევთ, რომ თვიურ ჭრილში ვაკანსიების რაოდენობა ყველა კატეგორიაში შემცირდა. ძირითად კატეგორიებს შორის ყველაზე მცირე შემცირება დაფიქსირდა IT და პროგრამირების სფეროში (-8.5%), ხოლო ყველაზე დიდი შემცირება ფინანსებსა და სტატისტიკაში (-18.4%).