საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 594 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.6 პროცენტით მეტი) 5 393 500 კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35 პროცენტით მეტი).

„საქსტატის" ცნობით, ნებართვების 74 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.9 პროცენტი მოდის თბილისზე, 9.7 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.3 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.1 პროცენტი - კახეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.