2024 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4311 გემი, რომელთა 33.2 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 33.2 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 25.1 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 8.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 21.1 პროცენტით მეტი ნაყარი ტვირთმზიდი გემი მიიღო, 19.2 პროცენტით მეტი - თხევადი ტვირთმზიდი, 11.7 პროცენტით მეტი - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, კონტეინერმზიდი კი - 10.7 პროცენტით ნაკლები.
2024 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.9 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.3 პროცენტი - პანამის, 10.9 პროცენტი - მალტის, 9.3 პროცენტი - ლიბერიის, დანარჩნი 46.6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
2024 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 2.6 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 57.7 პროცენტი შეადგინა.
2024 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 234.9 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 11.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 44.2 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 33.9 პროცენტი - თხევადი ტვირთი, ხოლო 21.9 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.