საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 51.8 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც მოვაჭრეთა საშუალო დღიური რაოდენობა 37.4 ათას კაცს შეადგენს. ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული
ეკონომიკური სუბიექტების გამოკვლევის შედეგები საქსტატმა გამოაქვეყნა.
საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ორგანიზებულია კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობს 147 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა - 23 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობს 3 ბაზარი, ხოლო დანარჩენი ბაზრებისა და ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთდღიანი, ორდღიანი ან სამდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში.