საქართველოში 2023 წელს  1 704 480 აშშ დოლარის ღირებულების 236 ტონა კარუსელები, საქანელები და სხვა ატრაქციონები შემოვიდა.  თანხობრივად ეს წინა წელთან შედარებით 35%-იანი ზრდაა. 2022 წელს 1 262 690 აშშ დოლარის ღირებულების  307 ტონა პროდუქციის იმპორტი მოხდა.

როგორც 2022, ასევე 2023 წელს კარუსელების მთავარი მომწოდებელი ქვეყანა თურქეთია. სამეულშია ასევე იტალია და ჩინეთი.

ბოლო 5 წელში თანხობრივად ყველაზე მეტი იმპორტი 2020 წელს განხორციელდა. ქვეყანაში  2 700 340 აშშ დოლარის კარუსელები, საქანელები და სხვა ატრაქციონები შემოვიდა. ამ ოდენობის თითქმის ნახევარი ბელგიიდან.