საქართველოში ყველის იმპორტი 25%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 1,453.39 ტონა ყველი იყიდა, რაშიც 5,859.85 ათასი დოლარი გადახადა. 2023 წლის შვიდ თვეში კი ქვეყანამ 1,158.45 ტონა ყველია იმპორტი განახორციელა.

საქართველოში ყველის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია და სწორედ მასზე მოდის იმპორტირებული ყველის 43%-ი. მეორე და მესამე ადგილს კი გერმანია და პოლონეთი ინაწილებენ. 

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ყველი შემოდის: 

  • თურქეთი - 631.33 ტონა
  • გერმანია - 166.87 ტონა
  • პოლონეთი - 127.65 ტონა
  • რუსეთი - 121.70 ტონა
  • ბელარუსი - 96.32 ტონა.