საქართველოში ავოკადოს იმპორტი მზარდია. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 4 988.4 ათასი დოლარის ღირებულების 1 828.9 ტონა ავოკადო იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 679.9 ტონის. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ქვეყანაში ავოკადოს იმპორტი 9%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში იმპორტირებული ავოკადოს 63% ქვეყანაში ნიდერლანდებიდან შემოდის.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ავოკადოს ყიდულობს:

ნიდერლანდები - 1 144.2 ტონა;

თურქეთი - 548.5 ტონა;

არაბთა გაერთიანებული საამიროები - 43.2ტონა;

ლიბანი - 42.3 ტონა;

ისრაელი - 33.5 ტონა;

businessinsider.ge