აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და Elevandi-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასა და სინგაპურის მონეტარული ორგანოს ფინტექ დირექტორის სოპნენდუ მოჰანტის შორის გამართულ შეხვედრაზე, ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების შესახებ იმსჯელეს. მხარეები სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ, რომელიც რეგიონში ფინტექ ინდუსტრიის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
ნათია თურნავასთან შეხვედრისას, სოპნენდუ მოჰანტიმ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს რეგიონის ფინტექ ჰაბად განხილავს და ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარებაში აქტიურ მხარდაჭერას ჰპირდება.
Elevandi-ს მხარდაჭერით, საქართველოს ფინტექ ეკოსისტემის პოპულარიზაციის მიზნით იგეგმება სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება, რაც საქართველოში არსებულ და პერსპექტიულ ფინტექ კომპანიებს ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებაში დაეხმარება. მოეწყობა მრგვალი მაგიდის დისკუსიები და ფორუმები, რომლებიც გააერთიანებს მარეგულირებლებს, პოლიტიკის შემქმნელებს და დარგის ლიდერებს.
საქართველოში ფინტექ ინდუსტრიის განვითარების მიზნით, სებ-ი კომპანია Elevandi-სთან თანამშრომლობას იწყებს
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე
კიმ ჩენ ინი ჩინეთში ჩავიდა
1792844863