საქართველოს ყველისა და ხაჭოს იმპორტი გაუძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2023 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში 10.1 მლნ აშშ დოლარის 1 825 ტონა ყველი და ხაჭო შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 5.2 მლნ აშშ დოლარის 1 254 ტონა პროდუქტი. შესაბამისად, გამოდის, რომ თუ შარშან ერთი ტონა ყველისა და ხაჭოს იმპორტი საშუალოდ 4 146 დოლარი გვიჯდებოდა, წელს ფასი 5 534 დოლარამდე გაიზარდა.

10 ქვეყნის შესახებ მონაცემებს, სადაც საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობით ხაჭო და ყველი იყიდა, ,,ბიზნესპრესნიუსი" აქვეყნებს:

გერმანია - 1.7 მლნ აშშ დოლარის 302.5 ტონა

თურქეთი - 1.6 მლნ აშშ დოლარის 406.2 ტონა

პოლონეთი - 1.2 მლნ აშშ დოლარის 232.2 ტონა

რუსეთი - 1.1 მლნ აშშ დოლარის 261.5 ტონა

საფრანგეთი - 906.7 ათასი აშშ დოლარის 87.6 ტონა

ნიდერლანდები - 870.4 ათასი აშშ დოლარის 127.3 ტონა

დანია - 578.9 ათასი აშშ დოლარის 75 ტონა

იტალია - 530 ათასი აშშ დოლარის 50.4 ტონა

ფინეთი - 355.5 ათასი აშშ დოლარის 61.4 ტონა

ბელარუსი - 200.1 ათასი აშშ დოლარის 40.5 ტონა

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველომ წელს მხოლოდ 525.1 ათასი აშშ დოლარის 68.5 ტონა ხაჭო და ყველი გაყიდა, გასული წლის იანვარ-აპრილში კი, 314.1 ათასი აშშ დოლარის 41.5 ტონა.

ქვეყნები, სადაც საქართველომ მიმდინარე წელს ხაჭო და ყველი გაყიდა:

აშშ - 283.3 ათასი აშშ დოლარის 23.1 ტონა

სომხეთი - 235.9 ათასი აშშ დოლარის 44.8 ტონა

ჰონ-კონგი - 5.3 ათასი აშშ დოლარის 0.38 ტონა

თურქეთი - 0.56 ათასი აშშ დოლარის 0.10 ტონა

bpn.ge