„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2022 წელი 304 მლნ ლარის მოგება მიიღო, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით, 69.5 მლნ ლარით (29.6%) გაზრდილი მონაცემია.
KPMG GEORGIA-ს მიერ ჩატარებული აუდიტის დასკვნის მიხედვით, გასულ წელს, სახელმწიფო კომპანიის შემოსავლები 52.6 მლნ ლარით გაიზარდა და 346.17 მლნ ლარს მიაღწია (2021 წელი - 293.52 მლნ ლარი) .
შემოსავლების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რაც წლიურად მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემოსავლების სტრუქტურა ასეთია:
ელექტროენერგიის გადაცემიდან - ₾297.26 მლნ / ( 2021 წელი - ₾254.77 მლნ)
დისპეჩერიზაციიდან - ₾0 / ( 2021 წელი - ₾19.7 მლნ)
ექსპორტი - ₾25.87 მლნ / (2021 წელი - ₾8.6 მლნ)
ტრანზიტი - ₾22.38 მლნ / (2021 წელი ₾8.12 მლნ)
2022 წლის მდგომარეობით, „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 1.7 მლრდ ლარის აქტივებს ფლობს.
ელექტროსისტემა ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორია. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 4 357 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 93 ქვესადგურს. კომპანია ასევე, მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ ყველა ელექტროგადამცემ ხაზს. სსე უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადაცემასა და დისპეტჩერიზაციას. ელექტროენერგიის გადაცემა ხდება ჰიდრო, თბო და ქარის ელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებამდე და პირდაპირ მომხმარებლებამდე.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მოგება 29.6%-ით 304 მლნ ლარამდე გაიზარდა
გავაგრძელებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის დახმარების გაწევას მათი სახელმწიფოებრიობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გაძლიერების მიზნით - ზახაროვა
ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას, დარწმუნებული ვართ, ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ყაზახეთის შემდგომ განვითარებას - ირაკლი კობახიძე
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად დავით ვარდიაშვილი დაინიშნა
"განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება" - ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარედგინა
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობას - ირაკლი კობახიძე