2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 109.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.6 პროცენტით მეტია. ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

აქედან, ექსპორტი 6 011.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 15 098.2 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 6.1 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 9 087.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.0 პროცენტია.