კვლევითი ორგანიზაცია PMCG 2024 წლის III კვარტალში ჩატარებული ქართველი ეკონომისტების გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

გამოკითხვის ფარგლებში, 2024 წლის III კვარტალში ეკონომისტებმა საქართველოს ეკონომიკაზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე ფაქტორებად დაასახელეს პოლიტიკური არასტაბილურობა და მუშახელის დეფიციტი, ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი, უკრაინაში მიმდინარე ომი და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება.

კვლევის მთავარი მიგნებებია: 

• გამოკითხული ეკონომისტების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფით ფაქტორებს (პოლიტიკურიარასტაბილურობა, მუშახელის დეფიციტი) უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე პოზიტიურ ფაქტორებს (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება და დაბალი ინფლაცია).

2024 წლის ივლისში აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, აშშ-მა შეაჩერა $95 მილიონიანი დახმარება, „რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.“

• გამოკითხულ ეკონომისტთაგან თითქმის ყველამ (96%) დახმარების შეჩერება ნეგატიურად ან ძალიან ნეგატიურად შეაფასა.

• რესპონდენტები ფიქრობდნენ, რომ დახმარების შეჩერება ყველაზე ნეგატიურად იმოქმედებს უცხოური ინვესტიციების ნდობასა და სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის განახლებული შეფასების მიხედვით, 2024 წლის მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 6.8%-მდე გაიზარდა, რაც 1,2 პროცენტული პუნქტით აღემატება წინაპროგნოზს - 5.6%-ს.

• გამოკითხული ეკონომისტების აზრით, ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული პროგნოზი გაზრდილმა ფულადმა გზავნილებმა, გაზრდილმა საერთაშორისო ვაჭრობამ და ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებამ გამოიწვიეს.

• ეკონომისტების აზრით, პროგნოზის გაუმჯობესებაზე გავლენა არ მოუხდენია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ხელსაყრელ მარეგულირებ გარემოს და გაუმჯობესებულ ტექნოლოგიებს.

მსოფლიო ბანკის პუბლიკაციაში Middle Income Trap*, რამდენიმე საკვანძო გზავნილია საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, რათა მათდაძლიონ პრობლემები და გახდნენ მაღალშემოსავლიანი ქვეყნები.

• ეკონომისტებმა შეაფასეს პუბლიკაციაში წარმოდგენილი რეკომენდაციების რელევანტურობა საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან მიმიართებით.

• რეკომენდაციებიდან ყველაზე რელევანტურად შეფასდა ინსტიტუციების გაძლიერება, კვალიფიციური სამუშაოძალის განვითარება და ინოვაციის წახალისება.