2024 წელს საქართველოში წარმოებულია 243.6 ტონა ხილი (ყურძნისა და ციტრუსის გარდა), რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 25.2%-ით აღმატება.

საქსტატმა გამოაქვეყნა მემცენარეობის 2024 წლის წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, წარმოებული ხილის მოცულობები სახეობების მიხედვით ას ნაწილდება:

  • თესლოვანი ხილი - 89.7 ათასი ტონა (46.8%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე);
  • კურკოვანი ხილი - 77.1 ათასი ტონა (22%-ით მეტია);
  • კაკლოვანი ხილი - 52.4 ათასი ტონა (14.7%-ით მეტია);
  • სუბტროპიკული ხილი - 16.7 ათასი ტონა (10.7%-ით ნაკლებია);
  • კენკროვანი ხილი - 7.7 ათასი ტონა (32.8%-ით მეტია).

ასევე 2024 წელს წარმოებულია 321.5 ათასი ტონა ყურძენი, რაც 45.7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და 55.4 ათასი ტონა ციტრუსი, რაც 22.7%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.