2024 წლის მაისში საქართველოდან 30.1 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი გაიგზავნა, რაც წლიურ  ჭრილში 1 მლნ დოლარით ნაკლებია. გზავნილების უმეტესობა თურქეთში და აზერბაიჯანში გადაირიცხა.

საქართველოდან უცხოეთში გადარიცხულ ფულად გზავნილებს შორის პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც 6.2 მლნ დოლარი გადაირიცხა. მეორე ადგილზე 4.2 მლნ აშშ დოლარით აზერბაიჯანი, ხოლო მესამე ადგილზე 3.6 მლნ ლარით რუსეთია. მეოთხე და მეხუთე ადგილს კი შესაბამისად უკრაინა და საბერძნეთი ინაწილებენ.

„კომერსანტი“გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც საქართველოდან 2024 წლის მაისში ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა:

ქვეყანა გადარიცხვა  (ათასი აშშ დოლარი)
იტალია 1 000,9
რუსეთის ფედერაცია 3 613,5
აშშ 1 145,4
საბერძნეთი 1 470,9
ისრაელი 688,4
გერმანია 823,2
ყაზახეთი 1 009,4
თურქეთი 6 200,5
ესპანეთი 556,1
ირლანდია 65,6
საფრანგეთი 623,1
ყირგიზეთი 427,0
აზერბაიჯანი 4 172,0
გაერთიანებული სამეფო 148,9
პოლონეთი 827,8
კანადა 145,6
კვიპროსი 68,5