2024 წლის პირველ 7 თვეში საქართველოდან რეკორდული ღირებულების, 1.2 მილიარდი დოლარის 57 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ავტომობილების რეექსპორტი 2023 წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს 1.3%-ით აღემატება.
„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მსგავსად საქართველოდან ყველაზე დიდი ღირებულების - 538 მილიონი დოლარის ავტომობილები ექსპორტზე ყირგიზეთში გავიდა რეექსპორტზე, სადაც გატანილი ავტომობილის საშუალო ფასმა $36 000 შეადგინა.
2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყირგიზეთში საქართველოდან ავტოექსპორტი 80%-ით ($238 მილიონით) გაიზარდა, 37%-ით ($103 მილიონით) გაიზარდა ავტოექსპორტი ყაზახეთში. თუმცა პარალელურად 40%-ით შემცირდა ავტოექსპორტი აზერბაიჯანის, 69%-ით კი სომხეთის მიმართულებით.
იანვარ-ივლისში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ტოპ 5 ქვეყნის მიხედვით:
| # | ქვეყანა | ავტოექსპორტი მლნ დოლარი | ავტომობილების რაოდენობა | ერთი ავტომობილის საშუალო ფასი |
| 1 | ყირგიზეთი | $539 მლნ | 15,059 | $36 000 |
| 2 | ყაზახეთი | $384 მლნ | 28,237 | $14 000 |
| 3 | აზერბაიჯანი | $157 მლნ | 7,875 | $20 000 |
| 4 | სომხეთი | $66 მლნ | 3,580 | $18 000 |
| 5 | ტაჯიკეთი | $13 მლნ | 834 | $15 000 |