EastFruit-ის ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოდან ვაშლის წვენის კონცენტრატის ექსპორტის მოცულობა 2022-2023 წლების სეზონზე რეკორდულად გაიზარდა და აღემატება წინა ორი სეზონის ექსპორტის ჯამს. 

east-fruit-ის ინფორმაციით, ექსპორტის ძირითადი ქვეყნების სია უცვლელი რჩება, თუმცა წილებში მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო. რაც შეეხება იმპორტის, მისი მოცულობა ძალიან მცირეა.

ვაშლის წვენის კონცენტრატის ექსპორტმა 2022-2023 წლების სეზონზე თითქმის 9 ათას ტონას მიაღწია ( მონაცემების არ შეიცავს ივნისის მაჩვენებლებს). წინა სეზონებში ივნისში გაზრდილი ექსპორტის გათვალისწინებით, 2022-2023 წლების სეზონის საბოლოო შედეგი შესაძლოა 10 ათას ტონას მიუახლოვდეს.

გერმანია და რუსეთი რჩებოდნენ ძირითად საექსპორტო ქვეყნებად, მაგრამ რუსეთის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. წინა სეზონთან შედარებით რუსეთის წილი ცხრა პროცენტული პუნქტით გაიზარდა, 42%-დან 51%-მდე.

9 სეზონში გერმანიის წილი 93%-დან 47%-მდე დაეცა 2022-2023 წლების სეზონში. ამავდროულად, რუსეთის წილმა მიაღწია 52%-ს თითქმის 0%-დან სულ რაღაც ოთხ სეზონში.

ამ სეზონზე რუსეთში საექსპორტო ფასი მეორედ მიუახლოვდა გერმანიის ფასს, როგორც წესი, სხვაობა ფასებს შორის გაცილებით დიდი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 2022-2023 წლების სეზონზე რუსეთში საექსპორტო საშუალო ფასი 1,06 აშშ დოლარი/კგ-ზე იყო, რაც მხოლოდ 0,01 დოლარით ნაკლებია გერმანულ ფასზე.

რაც შეეხება იმპორტს, ის ზრდის ტენდენციით ხასიათდება, მაგრამ მთლიანი მოცულობები ჯერ კიდევ მცირეა და დაახლოებით 1 000 ტონას შეადგენს. 2022-2023 წლების სეზონამდე უკრაინა წამყვანი ექსპორტიორი იყო, ახლა კი რუსეთი არის წამყვანი ექსპორტიორი წილით 54%.