2024 წლის იანვარში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 338 მილიონ 600 ათას დოლარამდე შემცირდა, კლება 26.2%-ია. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.7% შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 38.9%-ითაა შემცირებული და 158.2 მლნ დოლარს
გაუტოლდა. თუმცა, ტრადიციულ ბაზრებთან ვაჭრობის შემცირების პარალელურად, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ადგილობრივი ექსპორტი საბერძნეთთან მკვეთრად გაიზარდა.
2024 წლის პირველ თვეს საბერძნეთთან 1 340%-იანი ზრდა დაფიქსირდა და ადგილობრივმა ექსპორტმა 5.09 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
გთავაზობთ ადგილობრივ პროდუქტებს, რომელიც საქართველოდან საბერძნეთში გავიდა ექსპორტზე 2024 წლის იანვარში:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $4.3 მლნ;
- ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - $417 ათასი;
- თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები - $63.9 ათასი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $32.7 ათასი;
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $29.3 ათასი;
- კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი - $8.1 ათასი.