საქართველოდან პორტუგალიაში ექსპორტი 280%-ით არის გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ პორტუგალიაში ექსპორტზე 9 316.6 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2 454.0 ათასი დოლარს შეადგენდა.
საქართველოდან პორტუგალიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო პორტუგალიაში ყიდის:
- ფეროშენადნობები - 6 237.6 ათასი დოლარი;
- ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 2 178.6 ათასი დოლარი;
- ცხიმები და ზეთები ცხოველური ან მცენარეული და მათი ფრაქციები - 284.1 ათასი დოლარი;
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 216.7 ათასი დოლარი;
- ავეჯი სხვა და მისი ნაწილები - 85.5 ათასი დოლარი;