სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის 10 თვეში ქვეყნიდან 15,542 მლნ აშშ დოლარის ადგილობრივი ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 10,831 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2021 წლის 10 თვეში - 6,649 მლნ აშშ დოლარის.
ამასთან, წელს ყველაზე მეტი ქართული ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა საბერძნეთში, შვეიცარიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
უფრო კონკრეტულად:
- საბერძნეთი - 6,986 მლნ აშშ დოლარი
- შვეიცარია - 4,117 მლნ აშშ დოლარი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 2,545 მლნ აშშ დოლარი
- სომხეთი - 913.6 ათასი აშშ დოლარი
- თურქეთი - 200.7 ათასი აშშ დოლარი
- უზბეკეთი - 196.4 ათასი აშშ დოლარი
- უკრაინა - 178.3 ათასი აშშ დოლარი
- აზერბაიჯანი - 158.9 ათასი აშშ დოლარი
- აზერბაიჯანი - 158.9 ათასი აშშ დოლარი
- ლიბია - 76.9 ათასი აშშ დოლარი
ექსპორტი ასევე განხორციელდა: იემენში, ლიეტუვაში, ერაყში, პოლონეთში, ყაზახეთში, ნიდერლანდებში, ლიბანში, სერბეთსა და ჩეხეთში.