საქართველოდან ნატურალური წვენების ექსპორტი კვლავ მზარდ ტრენდზეა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 14 204.9 ათასი დოლარის ღირებულების 8 598.3 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12 569.9 ათასი დოლარის 8 394.8 ტონა წვენები. ეს მაჩვენებლები ცხადყობს, რომ წვენების ექსპორტი ღირებულებით ნაწილში 13%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო მოცულობის კუთხით 2%-იან ზრდას.
საქართველოში წარმოებული ნატურალური წვენების ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა გერმანიაა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ნატურალური წვენების ექსპორტს ახდენს:
- გერმანია - 2 452.9 ტონა - 5 388.5 ათასი დოლარი;
- აშშ - 2 161.2 ტონა - 3 196.4 ათასი დოლარი;
- ავსტრალია - 900.7 ტონა - 1 055.5 ათასი დოლარი;
- ისრაელი - 853.5 ტონა - 920.5 ათასი დოლარი;
- აზერბაიჯანი - 508.4 ტონა - 452.4 ათასი დოლარი;