საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი გაზრდილია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ საზღვარგარეთ გასაყიდად 2 418.4 ათასი დოლარის ღირებულების 551.2 ტონა ლოკოკინები გაიტანა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 268.9 ტონა შეადგენდა. შესაბამისად წლიურ ჭრილში ლოკოკინების ექსპორტი 105%-ით არის გაზრდილი.
საქართველოდან ლოკოკინები სულ ორ ბაზარზე გასაყიდად ექსპორტზე, ესენია საფრანგეთი და თურქეთი. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ღირებულებით ნაწილში ექსპორტის კუთხით საფრანგეთი ლიდერობს, ხოლო მოცულობების კუთხით თურქეთი.
- საფრანგეთი - 1 920.3 ათასი დოლარი - 178.6 ტონა
- თურქეთი - 498.1 ათასი დოლარი - 372.6 ტონა.