საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 57%-ით არის გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებში 803 384.9 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა, მაშინ როდესაც 2024 წლის 11 თვეში ეს მაჩვენებელი 510 532.2 ათას დოლარს შეადგენდა.

2025 წლის მაჩვენებლებით საქართველოდან ევროკავშირში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი

ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იყო, ხოლო 2024 წელს  თხილი და სხვა კაკალი,

TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო ევროკავშირში ახდენს: 

  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 141 857.6 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 96 245.2 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 92 808.1 ათასი დოლარი;
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 66 479.7 ათასი დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 54 380.7 ათასი დოლარი;

businessinsider.ge