2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ესპანეთში 56 619.9 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაგზავნა ექსპორტზე. 2024 წლის 11 თვეში საქართველოდან ესპანეთში 31 574.1 ათასი დოლარის ექსპორტი განხორციელდა. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოდან ესპანეთში ექსპორტი 79%-ით არის გაზრდილი.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთში ყიდის:
- თხილი და სხვა კაკალი - 19 779.4 ათასი დოლარი;
- ფეროშენადნობები - 16 194.7 ათასი დოლარი;
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 12 607.0 ათასი დოლარი;
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 2 006.1 ათასი დოლარი;
- ვერმუტები და ყურძნის სხვა ნატურალური ღვინოები - 781.7 ათასი დოლარი.
ზრდა ფიქსირდება ესპანეთიდან იმპორტშიც. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ესპანეთიდან 240 390.7 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 205 159.5 ათასი დოლარის. ზრდა 17%-ის შეადგენს.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთიდან ყიდულობს:
- მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - 19 361.9 ათასი დოლარი;
- კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 18 805.4 ათასი დოლარი;
- სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი - 11 266.8 ათასი დოლარი;
- ნაწარმი სხვა შავი ლითონებისაგან - 9 602.3 ათასი დოლარი;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 9 067.6 ათასი დოლარი;