რუსული გამოცემა, „ოსური ამბები“ წერს, რომ საქართველომ დახურა “ხვრელი,” რომელსაც რუსეთი, სავარაუდოდ, მესამე ქვეყნების გავლით ტრანზიტისთვის სანქციების გვერდის ავლის მიზნით იყენებდა.

კერძოდ, გამოცემა წერს, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ 15 მაისიდან, საქართველოში აკრძალული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოსატანად, ყაზახეთის ან ყირგიზეთის მოქალაქისთვის რეექსპორტის რეგისტრაცია აუცილებელი იქნება.

სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ თავად საქართველო აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ არ მოქცეულიყო.

მიზეზად ქართული გამოცემა iFact-ის სტატია სახელდება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი აკრძალულ სპეცტექნიკას, ბულდოზერებს, ექსკავატორებს, გრეიდერებს, ტრაქტორებს, ამწეებსა და თოვლმავლებს იტალიიდან, გერმანიიდან და აშშ-დან საქართველოს გავლით იღებს.