ევროპის ანტიკორუფციული კვლევის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, საქართველოს უსწრებს მხოლოდ ისლანდია და შვეიცარია.
„საქართველოს უსწრებს ევროკავშირის ყველა ქვეყანას და ასევე, კანდიდატ ქვეყნებს. აღნიშნული გამოწვეული არის იმ გადაწყვეტილებებითა თუ რეფორმებით, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების სფეროშია დაგეგმილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს გვექნება უკეთესი შედეგები, ვინაიდან, გამჭვირვალობის კუთხით მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, სახელმწიფო შესყიდვებში ბაზრის კვლევის ეტაპის გაელექტრონულებასთან დაკავშირებით. შექმნილია MRS სისტემა, რომელიც არის აბსოლუტურად ქართული ნოუჰაუ. ბაზრის კვლევები ჩატარდება სრულად ელექტრონული მეთოდით, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს ნებისმიერ კორუფციულ რისკს, აზღვევს 99%-ით. პრემიერის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ევროპის სამეულში უნდა შევიდეთ კორუფციის სიმცირით, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების გამართვა არის ამ პოლიტიკის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.