საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, მსოფლიოში 119-ე ადგილზეა - ამის შესახებ ინფორმაციას, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საზღვაო სფეროში ამა თუ იმ ქვეყნის მდგომარეობის ამსახველ მონაცემებს - ნავსადგურების დაკავშირებადობის ინდექსი წარმოადგენს.

გაერთიანებული ერების ყოველწლიური კვლევის თანახმად საქართველოს მსოფლიოში - 119 ე ადგილი უკავია.

რაც შეეხება შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებს, მათი ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • თურქეთი - მე-19 ადგილი
  • რუსეთი - 32-ე ადგილი
  • რუმინეთი - 81-ე ადგილი
  • ბულგარეთი - 108-ე ადგილი
  • უკრაინა - 158-ე ადგილი (ომამდე 62 - ე ადგილი)
  • საქართველო 119-ე ადგილი

ცნობისათვის, საქართველოს, რომელიც ოდითგანვე ფლობდა საზღვაო დროშას, გააჩნია სახელმწიფო საზღვაო მარეგულირებელი ორგანო, ახორციელებს დროშის სახელმწიფო კონტროლი, გააჩნია ნავსადგურები, სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი, ჰიდროგრაფიული სამსახური, სასწავლო ცენტრები, პერსონალი, პარალელურად წარმოადგენს - ნავსადურის სახელმწიფო კონტროლის შავი ზღვის მემორანდუმის მხარეს და მეზღვაურთა დასაქმების კუთხით მემორანდუმი 70-ზე მეტ სახელმწიფოსთან აქვს გაფორმებული.