ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) მონაცემებით, 2022 წელს, მსოფლიოს ლოკოკინას ექსპორტიორთა რეიტინგში საქართველო 23-ე ადგილზე იყო. ქვეყანამ ექსპორტზე $8.7 მლნ-ის ლოკოკინა გაიტანა. მსოფლიოში ლოკოკინას მთავარი ექსპორტიორი კი მაროკოა. მან ექსპორტზე - $8.7 მლნ-ის ლოკოკინა გაიტანა. სამეულშია - ლიტვა და რუმინეთი. ამავე რეიტინგში მე-7 ადგილზეა თურქეთი $3.3 მლნ-ი ლოკოკინას ექსპორტით, მე-9-ზე უკრაინა $2.7 მლნ-ით.

AAWE-ს მონაცემებით, 2022 წელს მსოფლიოს ლოკოკინას ექსპორტიორთა ათეული ასეთი იყო:

  • მაროკო - $8.7 მლნ-ის ლოკოკინა;
  • ლიტვა - $6.2 მლნ;
  • რუმინეთი - $4.9 მლნ;
  • ინდონეზია - $4.3 მლნ;
  • საფრანგეთი - $4.1 მლნ;
  • სერბეთ - $3.7 მლნ;
  • თურქეთი - $3.3 მლნ;
  • ჩეხეთი - $3.1 მლნ;
  • უკრაინა - $2.7 მლნ
  • ტუნისი - $2.5 მლნ.

რაც შეხება ქართული ლოკოკინას ექსპორტს, საქსტატის მონაცემებით 241.90%-ითაა გაზრდილი. 2022 წელს საქართველოდან 263 520 დოლარის ღირებულების 44.30 ტონა ლოკოკინა გავიდა ექსპორტზე.

2023 წლის იანვარ-დეკემბერში  საქართველოდან 1 299 730 დოლარის ღირებულების 151.46 ტონა ლოკოკინების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.42-ჯერ მეტია.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ქართული ლოკოკინას რეალიზაცია ამ ეტაპზე მხოლოდ იტალიასა და საფრანგეთში ხორციელდება.

2022 წელს იტალიაში $ 28 670-ის (4.86 ტ.) ლოკოკინა გავიდა; საფრანგეთში - $234 850-ის (39.44 ტ.); 2023 წელს იტალიაში - $7 090-ის (1.22 ტ.); საფრანგეთში - $1 292 640-ის (150.24 ტ.).