საქართველო-მონღოლეთს შორის "საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება გაფორმდება.
ირაკლი კობახიძის ბრძანებით, დოკუმენტზე ხელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მოაწერს.
შეთანხმება მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას და საავტომობილო გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს მონღოლეთთან სავაჭრო ბრუნვა 5.3 მილიონ აშშ დოლარამდე 25.4%-ით გაიზარდა.