Finance Football research-მა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელების ხელფასები გამოაქვეყნა.
ისე გამოდის, რომ ევრო 2024-ზე ყველაზე დაბალანაზღაურებადი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს ჰყავს. ვილი სანიოლის ხელფასი წელიწადში 200 000 ევროს შეადგენს, რაც ტურნირის მონაწილეებს შორის ყველაზე დაბალი ანაზღაურებაა.
სანიოლზე ოდნავ მეტს გამოიმუშავებენ რუმინეთის ნაკრების დამრიგებელი ედვარდ ოირდანესკუ და ჩეხეთის ნაკრების თავკაცი ივან ჰაშეკი, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი კი ევროპის ჩემპიონატზე გარეთ საუთგეიტი იქნება, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 5.8 მილიონ ევროს უხდიან.
ევრო 2024: მწვრთნელების წლიური ხელფასები
- გარეთ საუთგეიტი (ინგლისი) - €5.800.000
2. იულიან ნაგელსმანი (გერმანია) - €4.800.000
3. რობერტო მარტინესი (პორტუგალია) - €4.000.000
4. დიდიე დეშამი (საფრანგეთი) - €3.800.000
5. რონალდ კუმანი (ნიდერლანდები) - €3.000.000
6. ლუჩანო სპალეტი (იტალია) - €3.000.000
7. ვინჩენცო მონტელა (თურქეთი) - €1.800.000
8. მურატ იაკინი (შვეიცარია) - €1.600.000
9. რალფ რანგნიკი (ავსტრია) - €1.500.000
10. დომენიკო ტედესკო (ბელგია) - €1.500.000
11. ზლატკო დალიჩი (ხორვატია) - €1.500.000
12. დრაგან სტოიკოვიჩი (სერბეთი) - €1.400.000
13. ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი) - €1.250.000
14. სერგეი რებროვი (უკრაინა) - €1.250.000
15. კასპერ ჰიულმანი (დანია) - €1.150.000
16. სილვინიო (ალბანეთი) - €750.000
17. მიხალ პრობიერჟი (პოლონეთი) - €560.000
18. სტივ კლარკი (შოტლანდია) - €550.000
19. ფრანჩესკო კალცონა (სლოვაკეთი) - €540.000
20. მარკო როსი (უნგრეთი) - €300.000
21. მატიაშ კეკი (სლოვენია) - €300.000
22. ივან ჰაშეკი (ჩეხეთი) - €250.000
23. ედვარდ იორდანესკუ (რუმინეთი) - €240.000
24. ვილი სანიოლი (საქართველო) - €200.000