საჯარო მოხელეებისთვის დამატებითი ანაზღაურებადი საქმიანობის აკრძალვა კადრების სიმწირეს კიდევ უფრო გაამწვავებს,- ამის შესახებ ეკონომისტმა ამირან კაპანაძემ რადიო "კომერსანტის ეთერში ისაუბრა.
მისივე შეფასებით, სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, საჯარო მოხელე დაიმორჩილოს და დამატებითი შემოსავალი არ ჰქონდეთ.
,,სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, საჯარო მოხელე თავის თავზე დამოკიდებული გახადოს და არ მისცეს შანსი, დამატებითი შემოსავალი მიიღოს. დაახლოებით იგივე პრინციპია, რაც მუშნი ზარანდიაზე ვიცით: ადამიანი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა ჯამაგირი ადამიანს. პლუს, მუდმივად ნებართვების თხოვნა ზემდგომი პირებისგან იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე მათზე ხარ დამოკიდებული.
ჩვენს ქვეყანაში მუდმივი პრობლემაა, რომ დამსაქმებელი კვალიფიციურ კადრს ვერ შოულობს და თანახმაა, თუნდაც შეთავსებით მუშაობის შანსი მისცეს ადამიანებს, ძალაში შესრული აკრძალვა კი ნიშნავს, რომ კადრების სიმწირე კიდევ უფრო გაღრმავდება.
სახელმწიფოს ხელში არსებული ბერკეტები მიანიშნებს, რომ ნებისმიერი დამატებითი შემოსავლისა თუ კვალიფიკაციის ძებნა ყოველთვის პრობლემატური იქნება საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის და შეიძლება, მათ თვითონვე დატოვონ სამსახური",- აღნიშნა ამირან კაპანაძემ.