2025 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 3 478.3 ათასი დოლარის ღირებულების 534.4 ტონა ზეითუნის ზეთისა და მისი ფრაქციების იმპორტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი კი 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან 33%-იანი ზრდაა, რადგანაც გასული წლის 11 თვეში ქვეყანამ 401.3 ტონა ზეითუნის ზეთი და მისი ფრაქციები იყიდა.
საქართველოში ზეითუნის ზეთის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა იტალიაა.
TOP 5 ბაზარი, საიდანაც საქართველო ზეითუნის ზეთის იმპორტს ახდენს:
- იტალია - 216.5 ტონა;
- თურქეთი - 154.1 ტონა;
- ესპანეთი - 76.6 ტონა;
- აზერბაიჯანი - 48.2 ტონა;
- საბერძნეთი - 30.0 ტონა;